სოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ მიერ 12 წლის წინ, 1 ოქტომბერს მოპოვებულ გამარჯვებას ეხმიანება.
„დღესაც ზუსტად ისეთივე საბედისწერო არჩევნებია, როგორიც იყო 2012 წელს – სასწორზე დგას საქართველოს და ქართველი ხალხის ყოფნა-არყოფნა“, – აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ საჭიროა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, რათა საქართველოს შეუნარჩუნოს მშვიდობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
„რომ არ ყოფილიყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, დღეს ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა. დღესაც ამისკენ მიისწრაფვის „ნაციონალური მოძრაობა“ და უცხო ქვეყნის კოლექტიური აგენტურა – სურთ, საქართველო ჩართონ ომში. ამიტომ, დღესაც ზუსტად ისეთივე საბედისწერო არჩევნებია, როგორიც იყო 2012 წელს. ახლაც სასწორზე დგას საქართველოს და ქართველი ხალხის ყოფნა-არყოფნა და ჩვენ ეს არჩევნები მშვიდობით უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის, რომ არა მხოლოდ მშვიდობა შევუნარჩუნოთ საქართველოს, არამედ შევუნარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.