დავით ქართველიშვილი იან კელისა და დევიდ კრამერზე: ვეღარაფერი მოიფიქრეს, „რუსული ოცნებისთვის“ ფინანსური სანქციების გამოცხადების გარდა, გულწრფელად ფიქრობენ, რომ ქართველები ამ ცვილის ფიგურების მუქარაზე 40-დღიან გლოვას გამოაცხადებენ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის მიერ გამოცემა „The Hill“-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მეტი ვერაფერი ვეღარ მოიფიქრეს, „რუსული ოცნებისთვის“ ფინანსური სანქციების გამოცხადების გარდა“.
როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კელი და კრამერი გულწრფელად ფიქრობენ, რომ ქართველები „ამ ცვილის ფიგურების მუქარაზე“ გლოვას გამოაცხადებენ და ფულის შესაგროვებლად „გიგაურის ფონდს“ შექმნიან.
„არა, კი მესმის. ჩამოიყვანეს გიგაური, გამოუყვეს „უკრაინისთვის“ განკუთვნილი თანხებიდან „თბილ-მაიდანის“ წილი, მოაწერინეს ხელი მიღება-ჩაბარების აქტზე, ამ „რუსული ოცნების“ ანტიკორუფციულმა ბიურომ კი ასეთი სიმწრით გამოყოფილი ფული დაუბლოკა. მეტი ვერაფერი ვეღარ მოიფიქრეს, „რუსული ოცნებისთვის“ ფინანსური სანქციების გამოცხადების გარდა. ანუ, რა უნდა ქნან? ფალსიფიცირებულად გამოაცხადონ საქართველოში ეკონომიკური ტემპის ზრდა, არ აღიარონ ამის გამო ბიუჯეტში შესული დამატებითი სახსრების ოდენობა, ამ თანხების სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე განაწილების პრაქტიკას – „რუსული“ დაარქვან და აქამდე კიდევ უფრო უკიდურესად აღშფოთებულად შეშფოთდნენ. ამათ ფულზე რომ აქვთ „რეაქცია“, არანაკლებ „იმპოტენციას“ იწვევს მისი დაკარგვა და გულწრფელად ფიქრობენ, რომ ქართველები ამ ცვილის ფიგურების მუქარაზე 40-დღიან გლოვას გამოაცხადებენ და ფულის შესაგროვებლად „გიგაურის ფონდს“ შექმნიან. ნურას უკაცრავად. მუშაობს ჩვენ მიერ მიღებული კანონები – მშვენივრად მუშაობს“, – წერს დავით ქართველიშვილი.