მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაბურთაში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტობეტონის პირველი ფენა იგება. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 4 058 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 1 333 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს.
ნახუნაოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.