თეთრი სახლის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ მიიჩნევს, რომ ირანი ემზადება ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
“აშშ-ს აქვს მინიშნებები, რომ ირანი ემზადება ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმისთვის. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს თავდაცვით მზადებას ისრაელის დასაცავად ამ თავდასხმისგან. ირანის პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ მძიმე შედეგებს მოიტანს ირანისთვის”, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.