leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით კოდუა: სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა-ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კიდევ უფრო მეტად, როგორ განვავითაროთ ეს მუნიციპალიტეტი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, დღეს დარჩელში იმყოფებოდა  და მოქალაქეებს კარდაკარის პრონციპით შეხვდა. დარჩელი დავით კოდუას მშობლიური სოფელია.

„დღეს შეხვედრები ჩემი მშობლიური სოფლის, დარჩელის ცენტრალურ ქუჩაზე გავმართეთ. შევხვდი ადამიანებს, რომლებთანაც კომუნიკაცია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს. მათ არ სჭირდებათ ჩემზე საუბარი და მე მათზე – ჩვენ ვიცით ერთმანეთის ლხინიც და გასაჭირიც.

ამ სოფელმა მასწავლა ყველაფერი, რაც მაქვს, ამ სოფელმა მომცა ღირებულებები, მასწავლა რას ნიშნავს მეგობრობა, ადამიანის გვერდით დგომა, საქართველოს სიყვარული.

დარჩელში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, რომლითაც თითოეული დარჩელელი სარგებლობს. ამ სოფელში ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს!“ – აცხადებს დავით კოდუა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დარჩელში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დაიგო გზები, მოეწყო გარე განათება, სანიაღვრე არხები, ხიდები. სოფელი სრულად გაზიფიცირებულია, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლებს, აშენდა სოფელ განმუხურთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი.

„რა გავაკეთეთ დარჩელში:

🔹 დავაგეთ ასფალტი სოფლის უმეტეს ქუჩაზე

🔹 ქუჩების უმრავლესობაზე მოწყობილია გარე განათების სისტემები

🔹 მოხდა სოფლის სრული გაზიფიცირება

🔹 მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემები

🔹 აშენდა სოფელ განმუხურთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი

🔹 სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 2 საჯარო სკოლას

🔹 კიროვის უბანში ავაშენეთ ახალი სკოლა, მოსწავლეებს ემსახურება უფასო ტრანსპორტი

🔹 ავაშენეთ თანამედროვე საბავშვო ბაღი

🔹 მოეწყო ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი

🔹 დაიდგა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი

🔹 სოციალურად დაუცველი ჩვენი მოქალაქეებისთვის ავაშენეთ კერძო სახლები

🔹 მოეწყო ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობი

🔹 ხელი შეეწყო ბიზნეს სექტორს – ბრენდული სუპერმარკეტების ქსელის შემოსვლას სოფელში, სადაც დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა

🔹 სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მოხდა სოფლის უბნების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა

🔹 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოხდა სოფლის სრული ინტერნეტიზაცია

🔹 არაერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს გაეწიათ დახმარება

🔹 აშენდა ახალი ევროპული სტანდარტის სამედიცინო ამბულატორია, რომელიც მთელ სოფელს ემსახურება

🔸 დარჩელში დაიწყო ასათიანის ქუჩის ტაძრამდე მისასვლელი გზის საფარის მოასფალტების სამუშაოები

🔸 უახლოეს პერიოდში დაიწყება კუნოშის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსფალტებისა და ხიდის მშენებლობის სამუშაოები

ჩემს სოფელს და სრულიად ზუგდიდს ექნება ჩემი უდიდესი მხარდაჭერა – ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კიდევ უფრო მეტად, როგორ განვავითაროთ ზუგდიდი, როგორ განვავითაროთ ქვეყანა”, – აღნიშნავს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით კოდუა.

ასევე იხილეთ