ხვიჩა კვარაცხელია სექტემბრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა WhoScored-მა შეადგინა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა სექტემბერი მაღალ დონეზე ჩაატარა, ისევე როგორც „ნაპოლიმ“ და გუნდს სერია A-ში გალიდერებაში დაეხმარა. ქართველმა თავდამსხმელმა სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა („კალიარისთან“ და „მონცასთან“) და ერთი საგოლე გადაცემა („კალიარისთან“) შეასრულა.
ანალიტიკურმა პორტალმა ხვიჩას სექტემბერში ჩატარებული თამაშების მიხედვით, საშუალოდ 7,5 ქულა დაუწერა. ამ შეფასებამ ქართველ თავდამსხმელს საშუალება მისცა, სერია A-ს სექტემბრის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილიყო.