ენტონი ბლინკენი: ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე სრულიად მიუღებელია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე სრულიად მიუღებელია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიომ უნდა დაგმოს ირანის ქმედება.
„ისრაელმა ეფექტურად მოიგერია ეს შეტევა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.
აშშ ასევე მონაწილეობდა ისრაელის დაცვაში, როგორც ირანისგან მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებით, ასევე ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდებით.