leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ყირგიზეთი დაამარცხა – ტურნირზე თორნიკე კვარაცხელიამ ითამაშა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა ყირგიზ თანატოლებთან გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

ტურნირი, რომელსაც ერზურუმი მასპინძლობს, მთავარი მწვრთნელის როლში დებიუტი იყო სანდრო კობახიძისთვის, რომლის გუნდმაც დაპირისპირებაში ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი გორგაძის დუბლით გახსნა და ტაიმი 1:0 მოიგო.

ჩვენმა ასაკობრივმა გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქის კარი ორჯერ აიღო. 65-ე წუთზე აზიელების კარი მეორედ აიღო გორგაძემ და დუბლის შესრულება შეძლო. საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე ანდრია ჩხაიძემ დააფიქსირა. მეორე ტაიმში (64-ე წუთზე) მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, „ინტერის“ თავდამსხმელი თორნიკე კვარაცხელია გამოჩნდა.

ეს მატჩი კობახიძის გუნდისთვის საერთაშორისო დონეზე ჩატარებული პირველი მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას, 16-წლამდელები 2 ოქტომბერს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, ხოლო მესამე მატჩს, 4 ოქტომბერს, A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავენ.

ასევე იხილეთ