leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია : „სოფო ჯაფარიძე, თინა ბოკუჩავა… სააკაშვილის ტვინი თავისი ხარჭების იქით არ იყურება!“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია დადებითად აფასებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს.

გიორგი გამსახურდია სააკაშვილს ამორალურ და აღვირახსნილს უწოდებს.

„ჯერ იყო და საკუთარი თავი ცოცხლად ატირებინა, მისი სიმულაციების გამო ხალხი ქუჩაში აყურყუტა, ბევრი შიდა პარტიული მუშაკი, რომლებსაც გამოცდილება ჰქონდათ პარტიული მუშობისა, გვერდზე ჩაწია და თავისი პირადული ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთ მხარეს სოფო ჯაფარიძე მიიყვანა და მეორე მხარეს, – თინა ბოკუჩავა. ეს არის ამორალური და აღვირახსნილი კაცის მართვის სტილი, თავისი ხარჭების იქეთ ამ კაცის ტვინიარ იყურებოდა არც პრეზიდენტობისას და არ იყურება არც დღეს. ოქტომბერში ერთად გავისტუმრებთ პოლიტიკურ საიქიოში. ოღონდ მანამდე, ქვეყნის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი სააკაშვილმაც და მისმა უახლოესმა გარემოცვამაც!“ – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

ვრცლად გაზეთ „დაიჯესტში“

ასევე იხილეთ