leaderboard_below_slide
left_sabechdi

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება.

საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები საუკეთესო სააღმზრდელო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ასევე იხილეთ