leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი გოგავა: ზურაბიშვილი ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა!

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სალომე ზურაბიშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს და ქვეყნის პირველ პირს რამდენიმე ტყუილში ამხელს.

პოლიტოლოგის თქმით, ზურაბიშვილი უსირცხვილოდ მიიწერს რუსული ჯარების გაყვანას, რომელიც რეალურად, 1999 წლის ეუთო-სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილებით გავიდა. საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს იმ ემიგრაციის შვილობით, რომელმაც ჯერ ილია ჭავჭავაძე მოკლა, შემდეგ მთელი ქვეყნის ხაზინა და ეროვნული საგანძური გაიტაცა, ხოლო ქართველი ხალხი ოკუპაციის ჟამს მიატოვა.

ირაკლი გოგავა “დიდ ტყუილს” უწოდებს მოქმედი პრეზიდენტის სიტყვებს, დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით.

„გვაიძულებენ და თან როგორ! სამიზნე ჩვენი შვილებია. მცირე ნაწილი უკვე მოწამლეს და აკუნტრუშებენ უკვე რუსთაველზე“, – წერს ირაკლი გოგავა.

ვრცლად გაზეთი „დაიჯესტის“ მეორე ნომერში

ასევე იხილეთ