leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: ზურაბიშვილმა დაარღვია, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე გერმანიის კანონმდებლობა

“ჯერ ერთი, რა თქმა უნდა ,ცუდია ისიც, რომ გერმანიის მთავრობამ არ იცოდა, რომ საქართველოს ფორმალური პრეზიდენტი იქ ჩადიოდა და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის დასტური, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია და არღვევს ყოველდღიურად საქართველოს კონსტიტუციას, ასევე გერმანიის კანონმდებლობასაც არღვევს”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს მფარველობს უცხოური ძალა, ამიტომაც მას აქვს „მწვანე ანთებული“ კონსტიტუციის დარღვევაზე.

„მას აქვს მწვანე ანთებული უცხოური ძალისგან, ვისი აგენტიც გახლავთ. გერმანიაშიც არის, ის უცხოური ძალა, რომელიც მართავს ამ ლიბერალურ ფაშისტურ მოძრაობებს. ზუსტად ეს არის, რომ ხელს აფარებს თავის აგენტურას საქართველოში, გერმანიაში და ყველგან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის კანონი დაარღვია. გერმანიის საელჩომ „ქრონიკის“ კითხვას უპასუხა და გამოიკვეთა, რომ საარჩევნო აგიტაციის შესახებ ზურაბიშვილს გერმანიის მთავრობის ნებართვა არ ჰქონდა. საელჩოში ინფორმაცია მხოლოდ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან შეხვედრაზე აქვთ.

ასევე იხილეთ