სოზარ სუბარი: 12 წლის წინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა
„რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, დღეს საქართველო არ იქნებოდა“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი, 1 ოქტომბრის მსგავსი დღე საქართველოს 26 ოქტომბერს ელოდება.
„12 წლის წინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა. რომ არა 1 ოქტომბერი, დღეს საქართველო არ იქნებოდა. ქვეყანა იქნებოდა გახვეული ომის ქარცეცხლში, განადგურებული და სახელმწიფოებრიობამომსპარი.
კიდევ ერთი, 1 ოქტომბრის მსგავსი დღე გველოდება 26 ოქტომბერს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ საგარეო და საშინაო მტერს, რომ საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.