საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ რატომ არის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი.
“რაც ვერ გააკეთა ბევრმა დამპყრობელმა ამ ქვეყანაში, სულ ორ-სამ თაობაში, თავისუფლად შეუძლია მოახერხოს ლგბტ პროპაგანდამ. გაგვინადგურებს ერს მთლიანად! უბრალოდ, გაგვანადგურებს მაქსიმუმ სამ თაობაში, თუ ამას განვრცობა მოჰყვა“, – განაცხადა მდინარაძემ გადაცემა „ღამის კურიერთან“ ინტერვიუში .
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით ნულის წინააღმდეგ, მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში კრძალავს ლგბტ პროპაგანდას. საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ისინი „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ მეორე ნომერში