leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე რომ იოტისოდენა საბაბი არ დავაჭერინოთ ხელში არც შიდა, არც გარე აქტორებს

ლევან მაჭავარიანი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი აზრით, ეს ნაბიჯი მისასალმებელია.

„ასეთი სპეკულაციები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ საბაბს მივცემთ სპეკულაციისთვის, უკეთესი იქნება, იქიდან გამომდინარე თუ რა ტიპის სპეკულაციები მოდის. მაგალითად, არჩევნების არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამისთვის საბაბი არ მიგვიცია. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე რომ იოტისოდენა საბაბი არ დავაჭერინოთ ხელში არც შიდა, არც გარე აქტორებს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ეკა გიგაური არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი და მისი ორგანიზაციის მიერ დადებული დასკვნისადმი ნდობა ისედაც დაბალია.

ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.

ასევე იხილეთ