leaderboard_below_slide
left_sabechdi

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განზოგადება ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაცრად დაგმო ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძალადობის ჯაჭვი საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ის ასევე იწვევს რეგიონში კონფლიქტის განზოგადებას და ეს ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. კირ სტარმერის თქმით, ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელს და აღიარებს მის უფლებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ.

„ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, იპოვონ გზა დეესკალაციისკენ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ასევე იხილეთ