„ბარსელონამ“ პოლონელ მეკარესთან, ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტი გააფორმა. ის გუნდში ერთი წლის განმავლობაში დარჩება.
34 წლის მეკარემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ის ბოლოს „იუვენტუსში“ თამაშობდა და ხელშეკრულება იტალიურ გრანდთან ივნისში ამოეწურა.
ფეხბურთში დაბრუნების გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც „ბარსელონას“ პირველი მეკარე, მარკ ანდრე ტერ შტეგენი დაიმტვრა და ესპანურმა კლუბმა შესნის კონტრაქტი შესთავაზა.
„რომასა“ და „იუვენტუსის“ შემადგენლობაში სერია A-ში პოლონელ მეკარეს ჯამში 272 მატჩი აქვს ჩატარებული. მანამდე, ის ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.