leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მაჭავარიანი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე: ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

„ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ლგბტ პროპაგანდა ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის ქმედებები დესტრუქციულ ქმედებებსა და პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება.

„ქალბატონი ზურაბიშვილისგან მივეჩვიეთ ასეთ არათანმიმდევრულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერ რაღაცას, რასაც ის აკეთებს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებსა და პოლარიზაციის გაზრდას ემსახურება.

ამ კანონპროექტს კონკრეტულად მან ხელი არ მოაწერა, რა დაინახა ამ კანონში ცუდი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი არის მისაღები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ლგბტ პროპაგანდა ახლა არის მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.

ხელს იმიტომ არ აწერს, რომ ეს ევროპული არ არის?! იგი ათანაბრებს ევროპასა და ლგბტ ღირებულებებს?! ეს მისი მხრიდან რაღაც ტიპის ხრიკია, რათა ტყუილში შეიყვანოს საზოგადოება, რომ – აი, ვეტოს არ ვადებ. ვეტოს დადების შემთხვევაში, რა მოტივირებული შენიშვნები უნდა დაედო, მაგრამ ხელსაც არ აწერს. მისი გადმოსახედიდან, მას უნდა, რომ „არც მწვადი დაწვას და არც – შამფური“, მაგრამ საზოგადოებაში ლუსტრირებულია“, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ასევე იხილეთ