leaderboard_below_slide
left_sabechdi

The New York Times: ვუჰლედარის დაკარგვა გაართულებს დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დაცვას

უკრაინელმა სამხედროებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ თავიანთ უკანასკნელ ძალებს ვუჰლედარის დატოვება უბრძანეს, რომელიც თითქმის სამი წლის განმავლობაში სასიცოცხლო მნიშვნელობის თავდაცვითი ბასტიონი იყო აღმოსავლეთ უკრაინაში, – წერს ამერიკული გაზეთი The New York Times სტატიაში სათაურით უკრაინას გამოყავს ჯარები სამთო ქალაქიდან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის თავდასხმებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ვუჰლედარის დაკარგვა გაართულებს დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დაცვას, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, გააძლიეროს თავდასხმები პოკროვსკის მიმართულებით.

„არსებობს ნიშნები, რომ ორივე არმია გამოფიტულია მრავალწლიანი ბრძოლების შემდეგ, რაც აჩენს კითხვებს რუსეთის შესაძლებლობებზე, გამოიყენოს თავისი მიღწევები, ისევე როგორც უკრაინის უნარზე, გააგრძელოს დაუნდობელი თავდასხმების მოგერიება“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სამხედროები იმედოვნებდნენ, რომ თავდასხმების ტემპი ამ დროისთვის შემცირდებოდა, რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს, რათა დაიკავოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, ვიდრე შემოდგომაზე მოსალოდნელი წვიმები მინდვრებს ტალახად გადააქცევს.

უკრაინის აღმოსავლეთის სარდლობამ განაცხადა, რომ უკანდახევის შესახებ ოფიციალური ბრძანება გასცა ალყაში მოქცევის საფრთხის გამო.

ვუჰლედარის აღება ასევე შეამსუბუქებს ზეწოლას რუსეთის მიწოდების ხაზებზე ყირიმის მიმართულებით.

ასევე იხილეთ