საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის სოფელ-სოფელ დადიოდა.
როგორც გიორგი გამსახურდია გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში აცხადებს, იმის მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილი მამამისს დიქტატორს უწოდებდა, მაინც სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო სავლეს პავლედ გადაქცევა.
„ეგ არის მავნებელი და ნაძირალა ქალი. საქართველოს ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში ამ ქალის ქმედებები არის ცალსახად გამოკვეთილი მტრობა ჩვენი ქვეყნისა. ბოდიშს ყოველთვის მოვიხდი, რომ ამ ქალის გამო, არჩევნების პერიოდში, სამეგრელოში ღამეები ვათენე და სოფელ-სოფელ ვიარე … იმის მიუხედავად, რომ ზვიადს დიქტატორს უწოდებდა და მის დამხობაშიც აქვს წვლილი შეტანილი, მაინც მჯეროდა, მის შემთხვევაში სავლეს პავლედ გახდომის შესაძლებლობა და ამაში შევცდი“, – აცხადებს გიორგი გამსახურდია.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტში“