ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთის ქალაქ ტორელოში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.
ბასილაშვილმა ტურნირის მერვედფინალში ლუქსემბურგელი ალექს კნაფი ორ სეტში, 6:4, 7:6 (7:4) დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მანამდე, მეთექვსმეტედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელ რაგასს ლუისს ასევე ორ სეტში სძლია – 6:2, 6:0.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა გასულ ზაფხულს რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. ის საჩოგბურთო კორტზე ოქტომბერში დაბრუნდა და მას შემდეგ ფორმის აღდგენას ცდილობს.
ტორელოს ტურნირი დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქართველი ჩოგბურთელისთვის. მეოთხედფინალში მისი მეტოქე იაპონელ ნიშივაკისა და თურქ კირკინს შორის გამარჯვებული იქნება.
ბასილაშვილს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.