leaderboard_below_slide
left_sabechdi

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს.

„British Airways“-ის განცხადებით, ისინი თელ-ავივში ფრენებს თვის ბოლომდე შეაჩერებენ. ამით „British Airways“ უერთდება იმ ავიაკომპანიების სიას, რომლებმაც მიმდინარე კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.

ფრენები შეაჩერა გერმანულმა ავიაკომპანია „Lufthansa“-მაც – თეირანში 26 ოქტომბრამდე, თელ-ავივში 31 ოქტომბრამდე, ხოლო ბეირუთში ნოემბრის ბოლომდე.

ჰოლანდიურმა ავიაკომპანია „KLM“-მა თელ-ავივში ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა.

ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე რამდენიმე კომპანიამ: „Air India“-მ, „Cathay Pacific“-მა, „Delta“-მ, „United“-მა, „EasyJet“-მა, „Ryanair“-მა და „Wizz Air“-მა.

ლიბანური ავიაკომპანია „Middle East Airlines“ ერთ-ერთია, რომელიც კვლავ ახორციელებს ბეირუთის აეროპორტიდან ორივე მიმართულების ფრენებს.

 

ასევე იხილეთ