უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. აღნიშნულის შესახებ Reuters იუწყება.
პრემიაზე სულ 286 კანდიდატია წარდგენილი.
აღნიშნულია, რომ ფავორიტებს შორის არიან გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
ჯილდოზე ნომინირებულია რომის პაპი ფრანცისკეც.