left_sabechdi

აშშ-ში, ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

Destruction to the Faraway Inn Cottages and Motel is seen in the aftermath of Hurricane Helene, in Cedar Key, Fla., Friday, Sept. 27, 2024. (AP Photo/Stephen Smith)

აშშ-ში, ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. დაღუპულთა ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ კაროლინაში დაფიქსირდა, სადაც 2005 წლის „კატრინას“ შემდეგ ყველაზე დამანგრეველი და მასშტაბური ქარიშხალია.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიაში, ფლორიდაში, ტენესისა და ვირჯინიაშიც.

ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ქარიშხლიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგაც, თითქმის მილიონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ასევე იხილეთ