საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მახსოვს, 1990 წლის საოცდაექვსმაისო მიტინგზე ზვიად გამსახურდიამ პირდაპირ მოუწოდა ქართველ ერს – ქრისტეს და ბარაბას გზებს შორის აერჩიათ ერთ-ერთი.
1990 წელს ქართველმა ერმა აირჩია ქრისტეს გზა!
ქრისტეს გზა აირჩია ქართველმა ხალხმა 2012 წელსაც, როდესაც პოლიტიკურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ჯალათების “ნაციონალურ მოძრაობას”!
და დღესაც არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი…
26 ოქტომბერს ან შემწყნარებლობის, მიტევების, შერიგების, მშვიდობის და კეთილდღეობის გზა უნდა აირჩიოს, ან – მიხეილ სააკაშვილის, გივი თარგამაძის, გიგა ბოკერიას, ლევან ხაბეიშვილის, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილის, მამუკა ხაზარაძის, გიორგი გახარიას, გიორგი მარგველაშვილის, სალომე ზურაბიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ძმები ახალაიების, დავით კეზერაშვილის, მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ნათია მეზვრიშვილის, თინა ბოკუჩავას, გუბაზ სანიკიძის, სოფო ჯაფარიძის, ბექა ყორშიას, ეკა კვესიტაძის, „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, თემურ ალასანიას ბოღმითა და მტრობით, ზიზღითა და სისხლით მორწყული საქართველო!
მე ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ვირჩევ!
მე ჩემი მეგობრებისა და ამ ქვეყანაზე მოფიქრალთა საქართველოს ვირჩევ – ლაღსა და მართალს, მშვიდობიანსა და მზიანს!
მაპატიეთ, თუ ყველას გვარი არ და ვერ შეგახსენეთ, ძვირფასო მკითხველო…
საბედნიეროდ, ამ ქვეყანაზე მოფიქრალთა და ჩემთვის პატივსაცემ ადამიანთა სია გაცილებით დიდია და ვრცელია, ვიდრე ერთი მუჭა მოღალატეებისგან და ჯალათებისგან შემდგარი ჩამონათვალი…
ფაქტი ერთია: ჩემი ოცნების საქართველო სწორედ მიტევებაზე, ზნეობაზე, შერიგებაზე, კეთილგონიერებაზე და ქართული ცისა და მიწის სიყვარულზე დგას!”
***
მე 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“, კეთილგონიერებისა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებულ, ზნეობის სადარაჯოზე და უფლის გზაზე შემდგარ, მშვიდობის საქართველოს ვირჩევ!