leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებულ მორიგ პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია „ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.

„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!“ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

ასევე იხილეთ