ძველი თაობის უკრაინელ ფეხბურთელს – კირილ კოვალჩუკს საქართველოს ეროვნულ ნაკლებთან მოახლოებული მატჩი აშინებს. მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინის ნაკრების დონე მკვეთრად დაეცა და ამის ფონზე, ქართული ფეხბურთის პროგრესი სიმშვიდეს უკარგავს.
„ომის დაწყებიდან უკრაინის ნაკრების დონე მკვეთრად დაეცა, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით, შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, რასაც ჯერჯერობით დადებითი არაფერი მოჰყოლია. უკრაინის ნაკრებს ბოლო წარმატება ანდრეი შევჩენკოს ხელმძღვანელობით ჰქონდა, ახლა კი, უკვე საქართველოსთან თამაშის გვეშინია. არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. მახსოვს, ადრე, როცა საქართველოს, მოლდოვას და სომხეთს ვეთამაშებოდით, შედეგზე მშვიდად ვიყავით, ახლა კი, საქართველოსი გვეშინია. წარმოიდგინეთ, იქამდე მივიდა უკრაინის ნაკრები, რომ ჩვენთან საქართველო ფავორიტია. გასაგებია, რომ საქართველოს პროგრესი აქვს, მაგრამ უკრაინის ნაკრებმა თავისი დონე ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს“, – აცხადებს კოვალჩუკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უკრაინა არასდროს დაუმარცხებია – 3 ფრე, 6 წაგება. ეს გუნდები ერთმანეთს 11 ოქტომბერს, პოზნანში შეხვდებიან.
წყარო: WORLDSPORT.GE