leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი:ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც უარი თქვა იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტიც იყო

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ისტორიაში ჩაიწერება, როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფო მეთაური, რომელმაც უარი თქვა იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე, რომლის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალიც იყო.

მისივე თქმით, სააკაშვილი საკუთარი ნებით გახდა სხვა სახელმწიფოს (უკრაინის) მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს დაენიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე.

მძინარაშვილი აღნიშნავს, რომ პატიმარი სააკაშვილი არჩეული გუბერნატორიც კი არ ყოფილა. ის იყო ჩინოვნიკი, რომელიც დანიშნა უკრაინის პრეზიდენტმა საოლქო ადმინისტრაციის უფროსად.

“მისი პირველობა აქ არ სრულდება, ყოფილი პრეზიდენტი ერთადერთია საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ეროვნულმა სასამართლომ კონკრეტული ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა არაერთი დანაშაულის გამო”, – აცხადებს ბონდო მძინარაშვილი გაზეთ “დაიჯესტთან” ინტერვიუში.

ასევე იხილეთ