ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ვილი სანიოლის შეფასებით, „დინამოს“ წინ რთული თამაში ელის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მეტოქეებიც უკვე სხვანაირად უყურებენ და საინტერესო მატჩი ელის.
„ოქტომბერში მინდა ვიხილო, რომ სექტემბერი არ იყო შემთხვევითობა და ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ. უკრაინასთან და
ალბანეთთან ორი რთული თამაში გველის, თუმცა გვყავს 23 მოთამაშე და დარწმუნებული ვარ, მათაც უნდათ დამტკიცება, რომ სექტემბრის წარმატება კანონზომიერი იყო და სურთ პოზიტიური სერიის გაგრძელება“, – განაცხადა სანიოლმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, რომელსაც „დინამო“ 11 ოქტომბერს შეხვდება, როგორც სანიოლი ამბობს, უკრაინელები დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობენ და ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.
„ვიცით, რომ რთული თამაში გველის, მაგრამ მეტოქეებიც უკვე სხვანაირად გვიყურებენ. განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორედ ამიტომ, საინტერესო სანახავი მატჩი იქნება”, – აცხადებს სანიოლი.
მისივე შეფასებით, ბოლო 10 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნახევარდაცვაში სტაბილურობას მიაღწია, თუმცა გუნდი ყოველთვის ერთი შემადგენლობით ვერ ითამაშებს.
„კარი უნდა გავხსნათ ახალი მოთამაშეებისთვის“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს პოლონეთში ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. უკვე ცნობილია გუნდის 23-კაციანი შემადგენლობა.