leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვილი სანიოლი: ხვიჩა, ადრე თუ გვიან, ყოველთვის დგება ფორმაში, კმაყოფილი ვარ

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკურ მდგომარეობას ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა ახლა მისით ძალიან კმაყოფილია.

„კვარაცხელიამ კონტეს ხელმძღვანელობით მოუმატა, უკეთ თამაშობს, ვიდრე გასულ სეზონში და ისინი ერთად ნაყოფიერად მუშაობენ. ხვიჩა ადრე თუ გვიან, ყოველთვის დგება ფორმაში. გასულ სეზონში მისი ფიზიკური მდგომარეობა მაეჭვებდა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ.

კონტრაქტზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ, ჩემითაც კმაყოფილები არიან, ერთა ლიგის დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – გამაცხადა სანიოლმა.

ასევე იხილეთ