leaderboard_below_slide
left_sabechdi

როდის დაიგეგმა 2008 წლის ომი? – “აშშ-მ მოუსუფთავა სააკაშვილს პოლიტიკური მოედანი”

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის აზრით, სწორედ ამერიკელმა იმპერიალისტებმა მოუსუფთავეს სააკაშვილს პოლიტიკური მოედნიდან მოკლეს მეცენატი და მედიამაგნატი ბადრი პატარკაციშვილი ისევე, როგორც თვალი დაუხუჭეს ზურაბ ჟვანიას მკვლელობას.

ჟურნალისტის აზრით, ამერიკელი გადიები და, მით უმეტეს, მადლენ ოლბრაიტი, რომელიც ჟვანიას უახლოესი მეგობარი იყო, სააკაშვილს ამ მკვლელობას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდა, მაგრამ, „როგორც ჩანს სააკაშვილი 2005 წლის თებერვალში იმან გადაარჩინა, რომ ამერიკელი იმპერიალისტების წინაშე რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების პირობა დადო“.

„თუ რა დაგვემართა 2008 წლის აგვისტოს ომში, როცა საქართველომ 150 ძირძველი ქართული სოფელი დაკარგა და დამატებით 30 ათასი დევნილი შეიძინა, მთელმა მსოფლიომ იცის…“, – წერს დიტო ჩუბინიძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

იმ ფაქტის საფუძველზე, რომ 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის მონაწილე ქვეყნების ლიდერების ტრადიციულ მიღებაზე სტუმართა შორის მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს, დიტო ჩუბინიძე ასკვნის, რომ „კობახიძისთვის კარის მიხურვით და „ვივამედში“ დაგდებული სააკაშვილისა და მთელი მისი “სამყაყეთისთვის” თვალის ჩაპაჭუნებით კიდევ ერთხელ გაცხადდა ამერიკული ე.წ. რეალპოლიტიკის მთავარი პრინციპი, რომელიც დიდმა პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა ნიკარაგუის ცნობილი პრეზიდენტისა და კიდევ უფრო ცნობილი კანიბალის, დიქტატორ ანასტასიო სამოსა გარსიას მისამართით წარმოთქვა – „სამოსა ძაღლიშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლიშვილია!“ ამდენად, აშშ-ს საქართველოს ხელისუფლებაში თავიანთი „ძაღლიშვილის“ – სააკაშვილისა და მისი ბანდის დაბრუნება სურს.

ჟურნალისტის მოსაზრებით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის სტილი „ამერიკული კანიბალიზმის“ გამოცილებით იყო ნაკარნახევი, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში არა თუ საქმის კურსში იყო, არამედ გეგმავდა, ახალისებდა და იწონებდა იმ სიბილწეს, მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ოჯახების აწიოკებას, ფარულ მოსმენასა და თვალთვალს, რასაც სააკაშვილი ქართველი ხალხის პროტესტს უპირისპირებდა.

„საქართველოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ჰქვია, მაგრამ თბილისსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ კატარელები უფრო ადვილად იღებენ ამერიკის ვიზას, ვიდრე ქართველები და ეს მაშინ, როცა კატარი შეერთებულ შტატებს ტერორისტული ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი! თუ ამას „მეგობრობა“ და „სტრატეგიული პარტნიორობა“ ჰქვია, მაშინ მტრობა რაღა არის?“ – წერს ჩუბინიძე.

ასევე იხილეთ