საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტს – გიორგი მარგველაშვილს გარეწარს და კარიკატურულ პერსონაჟს უწოდებს.
„მარგველაშვილი არის ერთი კარიკატურული პერსონაჟი, მაგრამ გათახსირებული და ყველაფრის მკადრებელი გარეწარია. ის, როგორც მარგველაშვილი მოიქცა ივანიშვილთან – გარეწრობაა ზუსტად!“– აცხადებს გიორგი გამსახურდია გაზეთ “დაიჯესთან” ინტევიუში.
ცნობისათვის, გიორგი მარგველაშვილი ქართველმა ამომრჩეველმა საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩია, მან ხმების 62,18% აიღო. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა – ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა. პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობიდან მალევე მარგველაშვილმა რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ფლანგზე გადაინაცვლა.