leaderboard_below_slide
left_sabechdi

გიორგი გამსახურდია: გლდანის ციხე ადამიანების „ლომბარდად“ ნიკა რურუას წყალობით გადაიცა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სააკაშვილის მთავრობის კულტურის მინისტრს, აწ უკვე გარდაცვლილ ნიკა რურუას ნაციონალების ხელისუფლების ბინძური საქმეების ავტორად და მანიაკური გადახრების ადამიანად მოიხსენიებს.

მისი აზრით, სწორედ ნიკა რურუა იყო სამართალდამცავი ორგანოების კრიმინალურ დაჯგუფებებად ჩამოყალიბების დიდოსტატი და ამ იდეოლოგიის შემქმნელი.

„მთელი თავისი ბანდიტური თვისებები ამ ადამიანმა ჩადო კუდ-ში, სოდ-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. მისი დამსახურებით გადაიქცა გლდანის ციხე ადამიანების „ლომბარდად“ და პროკურატურა პირდაპირ საკუთარ ანგარიშზე არიცხვინებდა ძალადობრივი გზით წართმეულ ფულს ხალხს. ყველაზე ბინძური საქმეების ავტორი, სადისტური აზროვნებითა და მანიაკური გადახრებით, სამართალდამცავი ორგანოების კრიმინალურ დაჯგუფებებად ჩამოყალიბების დიდოსტატი და ამ იდეოლოგიის შემქმნელი თუ ვინმე იყო, – იყო ნიკა რურუა!“ – აცხადებს გიორგი გამსახურდია გაზეთ „დაიჯესტთან“ ინტერვიუში.

ვრცლად გაზეთ „დაიჯესტში“

ასევე იხილეთ