გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გურამ შარაძის მკვლელობისთვის ყოფილი მსჯავრდებულის, გიორგი ბარათელის გარდაცვალებას ეხმიანება:
„მოხდა ის, რისიც 2007 წლის 20 მაისიდან მეშინოდა – გიორგი ბარათელი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამბავი 1 ოქტომბერს, ღამით, სანდო ადამიანისგან შევიტყე. მითხრეს, რომ გარდაიცვალა ზაფხულში, თბილისში, გულით. მიუხედავად იმისა, რომ ნათქვამის უტყუარობაში ეჭვი არ უნდა შემეტანა, ბოლომდე მაინც ვერ დავიჯერე. გადავამოწმე და ახლა მითხრეს, რომ მართალია.
საკვირველი ისაა, რომ გარდაცვლილა შარშან, 2023 წლის აგვისტოში და აქამდე, არაფერი გამიგია, მაშინ, როდესაც კეთილი მეგობრების წყალობით, საფრანგეთსა და გერმანიაში ვაგნებდი.
ნათელში იყავი, გიო, ჩემს ოჯახს მსხვერპლად შეწირულო ადამიანო! დაგიცავ, სანამ პირში სული მიდგას!
ბარათელის გულით გარდაცვალების არ მჯერა!
ახლა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია” – წერს რუსუდან შარაძე.