leaderboard_below_slide
left_sabechdi

სილვინიო: ჩეხეთსა და საქართველოსთან რთული მატჩები გველის

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ჩეხეთსა და საქართველოსთან რთულ მატჩებს ელოდება.

„ამ სანაკრებო ფანჯარაში ორი რთული მატჩი გველოდება. პირველ რიგში ჩეხეთთან მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ძლიერია, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და შეტევაში სწრაფად გადადიან. ორივე რთული თამაში იქნება და რთული ჯგუფია.

ჯიმსიტი გუნდის კაპიტანია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მცირე დაზიანება აქვს, ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. „ატალანტას“ ჩვენც ველოდებით, როგორ იგრძნობს თავს და ითამაშებს თუ არა შეკრებამდე გუნდში.

არმანდო ბროიას ტრავმა აქვს და 5 კვირა დასჭირდება გამოჯანმრთელებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და გვინდა, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს. ასევე დაგვაკლდებიან რეი მანაი, მედონ ბერიშა და კეიდი ბარენი“, – განაცხადა სილვინიომ.

 

ასევე იხილეთ