leaderboard_below_slide
left_sabechdi

Puff Daddy-ის ადვოკატი: ის იბრძოლებს ბოლომდე!

16 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, DiddyDirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად.

ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა Puff Diddy-ის ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეშინია და იგი მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს.

„მას არ ეშინია, არ ეშინია თავისი ბრალდებების. მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც მისი სახელი კვლავ იქნება სუფთა და ჩვენ მის გვერდით ვიქნებით. ის იბრძოლებს ბოლომდე“, – თქვა ადვოკატმა.

ასევე იხილეთ