დედაქალაქში „თბილისობა 2024“ აღინიშნება.
ღონისძიებების ფარგლებში, რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობს.
ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე. მან მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
„თბილისობის დღესასწაული ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. თბილისობა არის განსაკუთრებული ისტორიისა და დღევანდელი აწმყოს გაერთიანება. დღესასწაულის აღნიშვნაში კარგად შეიგრძნობა ჩვენი ქალაქის მრავალეთნიკური წარმომადგენლობა“, – განაცხადა ტყემალაძემ.
დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება.