left_sabechdi

უკრაინულმა ძალებმა რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მისი ნამსხვრევები ქალაქ კონსტანტინოვკას მახლობლად ჩამოვარდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ტელეგრამ-არსები იუწყებიან, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მოიერიშე „სუ25“-ია.

დონეცკის ოლქში რუსული ძალები ამჟამად შეტევით ოპერაციებს აქტიურად ახორციელებენ.

ასევე იხილეთ