leaderboard_below_slide
left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებულ ფორმა 100-ზე: ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ასე აცხოვრებდა საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი – სიყალბეში

„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ სიყალბეში აცხოვრებდა ქართულ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებულ ფორმა 100-სთან დაკავშირებით.

„ახლა, მორიგ ჯერზე კიდევ, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ფაქტი, სამედიცინო ფაქტი. ეს ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ მცირე ხნის შემდგომ, შეიძლება, საერთოდ ისეთი ცნობაც ვიხილოთ სააკაშვილზე, თითქოს ის არ იმყოფება „ვივამედში“. აი, გაყალბების დონე ამ დონემდე შესაძლოა, მივიდეს.

ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ასე აცხოვრებდა საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი – სიყალბეში აცხოვრებდა ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ