ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებულ ფორმა 100-ზე: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული სპეცოპერაციის ერთი პატარა დეტალი
ირაკლი ქადაგიშვილი აფასებს „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტს, რომლითაც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის ფორმა 100-ის კანონდარღვევით გაცემა დასტურდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ ტყუილით არის მცდელობა, რომ ქვეყანაში ახალი ცხელი წერტილი გააჩინონ.
„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გარკვეული სპეცოპერაციის ერთი პატარა დეტალი. მართალია, სტრასბურგის სასამართლოში დამარცხების შემდეგ მათ ყოველივე ეს უცბად უარყვეს და სააკაშვილი სწრაფად გამოჯანმრთელდა, მაგრამ ამ ტყუილის კულტივირება და მცდელობა, რომ ამით ქვეყანაში კვლავ ახალი, ცხელი წერტილი გააჩინონ, რა თქმა უნდა, გრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.