leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ჩიხელიძე: გილაური სისხლიანი რეჟიმის მთარობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩენაა

„ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს”, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს იდიოტად თვლის, რადგან ფიქრობენ, გილაურის აპარტიულობას დაიჯერებენ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„რა იდიოტებად თვლიან საკუთარ ამომრჩეველს, რომ ამ საცირკო წარმოდგენებს დგამენ. ჯერ ვითომ ნიკა გილაურმა რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას, რასაც ყველა დაეთანხმება და ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხალხი დაიჯერებს. მე კიდე, მინდა, შეგახსენოთ, რომ გილაური, რომელსაც თავის დროზე სულმნათმა ბენდუქიძემ დებილი უწოდა მთავრობის ხდომაზე, სისხლიანი რეჟიმის მთარობის მეთაური იყო და განწირულია ყოველგვარი საცირკო წარმოდგენა, რომლის მიზანი ამ კაცის გარეცხვა და აპარტიულ ადამიანად წარმოჩენაა”, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე იხილეთ