left_sabechdi

მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისრაელს იარაღის მიწოდება უნდა შეუწყდეს, რათა მან ღაზის სექტორში ომი შეწყვიტოს. ინფორმაციას Le Monde ავრცელებს.

„მე ვთვლი, რომ დღეს პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას უნდა დავუბრუნდეთ და (ისრაელისთვის) ღაზაში საომრად იარაღის მიწოდება შევაჩეროთ“, – თქვა მაკრონმა.

მან ასევე დასძინა, რომ საფრანგეთი ისრაელს იარაღს არ აწვდის. აპრილში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ისრაელში საფრანგეთის იარაღის ექსპორტი ქვეყნის მთელი საექსპორტო შეიარაღების მცირე ნაწილს წარმოადგენს.

მაგალითისთვის, საფრანგეთმა 2022 წელს 27 მილიარდი ევროს ოდენობის იარაღი გაყიდა, აქედან ისრაელზე მიყიდული პროდუქციის ღირებულებამ საერთო თანხის 0,2% შეადგინა.

ასევე იხილეთ