leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინუცა ბუცხრიკიძე: გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე

“გარდა იმისა, რომ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ტიპის აქტივობა გვაქვს დაგეგმილი, წლევანდელი „თბილისობა“ გამორჩეულია თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, რომელიც აისახება როგორც ლოკაციებში, ისე ადამიანთა რაოდენობაში, ვინც ჩართულები არიან ამ ყველაფერში, რომ თითოეულ ვიზიტორს ლოკაცია მოეწონოს”,  – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

მან ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელიც წლევანდელ „თბილისობასაა“ დაგეგმილი.

„წლევანდელ გასტროზონებს დაემატა ისეთი სივრცეები როგორიც არის „ისპანახობა“, „ყველიერი“. კონკრეტულად დღევანდელი დღისთვის შეიქმნა ორბელიანის ნუგბარის ანალოგი, რომელიც ასე ძალიან უყვარდათ ჩვენს წინაპრებს და წარმოდგენილია ორბელიანის მოედანზე“, – აღნიშნა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

დღეს და ხვალ სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება.

ასევე იხილეთ