leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

“ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ყველაფერი, რაც (გამარჯვების) გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს “გამარჯვების გეგმაში” წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.

ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც “მშვიდობის გეგმით” არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ