left_sabechdi

„ცაჰალის“ სპიკერი: „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრისთვის ტერორისტული აქტების მცდელობებია მოსალოდნელი

ისრაელი „ჰამასის“ მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია. განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ გააკეთა.

მისი თქმით, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ასევე იხილეთ