leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი: პოლიტიკოსი, რომელიც „ენჯეოს“ სახელით იღებს ფულს და დონორიც, რომელიც ფულს გამოყოფს, აცხადებენ პირდაპირ უპატივცემულობას ქართული სახელმწიფოს მიმართ

„ენჯეოები“, რომლებიც სხვას მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, ამ დროს თავად არიან ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციები”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როდესაც ქვეყანაში შემოდის ფული, რაში იხარჯება ის.

„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ეს სწორედ ის არის, როდესაც ადამიანებს ეშინიათ გამჭვირვალობისა და თავიანთი ფინანსების წარმომავლობის, ასევე, მიზნობრიობის გამხელის. ეს ეხება განსაკუთრებით საქართველოში სამოქალაქო სექტორს, იმ სექტორს, რომელიც უნდა იყოს ყველაზე მეტად გამჭვირვალე. „ენჯეოები“, რომლებიც სხვას მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, ამ დროს თავად არიან ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაციები. ამ დროს სახელები ჰქვიათ ისეთი, როგორიც არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და სხვადასხვა – დემოკრატია, ადამიანის უფლებები პრევალირებს-ხოლმე მათ სახელებში. არადა ეს გამჭვირვალობაა მნიშვნელოვანი, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როდესაც ქვეყანაში შემოდის ფული, რაში იხარჯება.

ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, ფაქტებს, როდესაც ეს ფული აბსოლუტურად საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და იხარჯება და ეს თავშივე ჩანს, არა მხოლოდ შედეგებში – ფულის გამოყოფის მიზნებშიც კი.

ასე ხდება, მაგალითად, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი არის დამფუძნებელი ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის და მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიის. თითქოს, ამ „ენჯეოზე“ ირიცხება ფული და ამ დროს ეს ფული იხარჯება პოლიტიკური მიზნებისთვის. ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს საქართველოში. ეს პირდაპირი დარღვევაა საქართველოს კანონმდებლობის. პოლიტიკოსი, რომელიც „ენჯეოს“ სახელით იღებს ფულს და ის დონორიც, რომელიც ამ ფულს გამოყოფს, აცხადებენ პირდაპირ უპატივცემულობას ქართული სახელმწიფოს, საქართველოს კანონმდებლობის, მოსახლეობისა და კონსტიტუციის მიმართ“, – განაცხადა სუბარმა.

ასევე იხილეთ