“უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში და სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზუსტად აშშ-ის საელჩო, მათ შორის ამ ე.წ. იუმორის დონეში გადასული ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს დეზინფორმაციულია და ტყუილია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს.
„თითოეული ქარდი იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია და მანიპულაცია. მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი, რაც რა თქმა უნდა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.