leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაზე: ნებისმიერი ასეთი განცხადება ქართველ ხალხში აღქმას აჩენს, რომ გარკვეული ქვეყნები და ორგანიზაციები და ლგბტ პროპაგანდა ტოლობის ნიშნით არის ერთმანეთთან დაკავშირებული

„ნებისმიერი ასეთი განცხადება ქართველ ხალხში აღქმას აჩენს, რომ გარკვეული ქვეყნები და ორგანიზაციები და ლგბტ პროპაგანდა ტოლობის ნიშნით არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რაც ასე არ არის”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

იგი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ ბრაიენის განცხადებას, რომელშიც ო’ ბრაიენი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ნებისმიერმა თანამდებობის პირმა, როდესაც ასეთ განცხადებას გააკეთებს, თავი უნდა შეიკავოს, რომ ასეთი აღქმა არ დარჩეს საზოგადოებაში,“ – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ჯიმ ო’ბრაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს“.

ასევე იხილეთ