leaderboard_below_slide
left_sabechdi

ისანში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას განაგრძობს.

სამუშაოების ფარგლებში, ვაზისუბნის 4მ/რ -ის მე-2 კვარტალში N1 და N2 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნები მოეწყობა.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 340 000 ლარით ფინანსდება.

ასევე იხილეთ