ვაკო თურნავა: ახლა უფრო დიდ მასშტაბზე ვეცდები, რომ უფრო მეტი კომპანია და მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს საქართველოში
„ახლა უფრო დიდ მასშტაბზე ვეცდები, რომ უფრო მეტი კომპანია შემოვიდეს საქართველოში, მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს და ძალიან მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მე-8 ნომერმა, ვაკო თურნავამ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„დარწმუნებული ვარ, რომ იმ სფეროში, რა სფეროც კარგად მესმის, ძალიან ღირებულ წვლილს შევიტან და უფრო მეტი ექსპორტი გვექნება განათლებით და უფრო მეტი ხალხი დასაქმდება.
მე სულ სხვა პლატფორმიდან მომეცა საშუალება, რომ ჩემი გამოცდილება და ენერგია დავუთმო იმას, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა“, – აღნიშნა ვაკო თურნავამ.